მე ორგზის დედიკო ვარ, მყავს ორი ბიჭი 🙂 ჯერ ვერ შევეგუე ორგზის მშობლის სტატუსს, დემეტრე სულ რაღაც 2 კვირაა მოევლინა ქვეყნიერებას, თუმცა უკვე მოასწრო და ბევრი რამ შეცვალა ჩემში…

ღმერთო, მადლობა ყველაფრისთვის!.. 

ზოგადად, მე შევიცვალე… სამი წელი გავიდა თითქმის, რაც აღარაფერი დამიპოსტავს აქ, გადავხედე ძველ პოსტებს და უუფ, იმდენი რამ შეიცვალა, იმდენი რამ გავიარეთ და მოვედით აქამდე… ყველაფერი იდეალურად არ  არის, თუმცა ყველაფერი ძალიან კარგადაა – ლოკალურად კარგად, სადაც ვარ იქ არის ყველაფერი კარგად, თუმცა ცოტა მეტად ფართოდ რომ ვიფიქრო, მაინც ყველაფერი აბურდულია…

ბოლო დროს სიმშვიდე დავკარგე, სულ ვშფოთავ, მეფიქრება, მენერვიულება, განვიცდი, მტკივა… ახლა, როცა ასე თუ ისე დალაგდა პირადი, ოჯახი დაემსგავსა ოჯახს, ყველაფერს დაერქვა თავის სახელი და ,,ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა”, სადაც ჩემი ბიჭები მიცავენ, მაინც მეფიქრება ერთ კონკრეტულ თემაზე… არ ვითხოვ ბევრს, უფრო სწორად თითქმის არაფერს ვითხოვ, მხოლოდ ის მინდა საბოლოოდ სიმშვიდე მქონდეს გულში და ყოველი ამ თემის გახსენებაზე არ მეწურებოდეს გული და ცრემლები არ მაწვებოდეს თვალებზე…

მინდა ერთმანეთის დანახვაზე არ გარბოდნენ, მინდა ერთმანეთის დანახვა არ აღიზიანებდეთ, მინდა თუნდაც მხოლოდ გამარჯობით შემოიფარგლებოდნენ და სხვა არაფერი… არც მისვლა-მოსვლა მინდა, არც ,,სუფრები”, არც ხშირი ურთიერთობა და თუნდაც ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის, უბრალოდ არ ჰქონდეთ ერთმანეთის ლანძღვის და უარყოფითის ფრქვევის მომენტი, მხოლოდ ეს მინდა, სხვა არაფერი…მინდა, რომ გაგებით მოეკიდონ ჩემს ამ სურვილს სამივე… 

წლების წინ ამ ბლოგის უშუალო ადრესატი იყავი და ახლაც მინდა შენ ერთადერთს მოგმართო: ვიცი, რომ იშიათად იცვლი გადაწყვეტილებებს და იმას, რასაც დაიჟინებ, ბოლომდე გაგაქვს, უბრალოდ მინდა გთხოვო, როგორც ცოლმა, საყვარელმა ადამიანმა, მეგობარმა, შენი შვილების დედამ და ადამიანმა, რომელიც შენთვის სულერთი არ არის – მენდე, მე შენ არასდროს გაგიცრუებ იმედს, განსაკუთრებით მაგ თემასთან დაკავშირებით, უბრალოდ ცოტა მეტად მენდე, მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვიყო უფრო მეტად მშვიდი და აღარ მქონდეს გულისტკენამდე ნერვიულობის საბაბი… 

ადამიანები არ იცვლებიან, ვიცი, ან იშვიათად იცვლებიან, ყოველ შემთხვევაში ჩემი ნება-სურვილით მე თქვენ ვერ შეგცვლით, უბრალოდ სულ ცოტა ანგარიშის გაწევა მინდა, სულ ოდნავ დათმობა, შეცდომა ყველას მოგვდის და ყველა ვიწვნევთ შეცდომის შედეგებს, ყველას ჩვენ ჩვენი ჯვარი გვაქვს სატარებელი…,,შენ” და ბავშვები ხართ ვინც კი გამაჩნია, ვის გამოც ყველაფერს დავთმობ, თუმცა არსებობენ ის ადამიანებიც,რომლებსაც მხოლოდ მე გავაჩნივარ და ისინიც ,,ჩემიანები” არიან თავიანთი ნაკლოვანებებით და მე ვდარდობ მათზეც, მე მტკივა მათი ტკივილიც და განვიცდი, რაც ჩემს გამო სადარდებელი შეხვდათ…უფრო მეტი სადარდებელი კი მე მხვდა წილად მათ გამო, ყველაზე მეტად მე დავზარალდი, მაგრამ წარსულს ვერ შევცვლი, რაც იყო – იყო, ჩემგან მისატევებელი მიეტევათ და საპატიებელი ეპატიათ, უპატიებელიც ეპატიათ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დავიწყებას მიეცა ყოველივე…მთავარია ახლა რა არის და რა იქნება მომავალში… მინდა, მხოლოდ გამარჯობა, სხვა არაფერი და წერტილის დასმა წარსულზე, აღარ გახსენება იმ ყველაფრისა, რაც იყო…

სულ ესაა, ეს ერთადერთი თხოვნაა, რაც ჩემო უძვირფასესო შენს მიმართ გამაჩნია….მიყვარხარ უსაზღვროდ და გაფასებ უკიდეგანოდ, თუკი შეძლებ რომ ეს ყველაფერი როდესმე გამიგო და ზემოთხსენებული ნდობის ფაქტორი სულ ცოტათი გაამყარო ჩემს მიმართ, სიცოცხლის ბოლომდე შენი უზომოდ მადლიერი ვიქნები, შენ მე დამიხსნი აუტანელი სულიერი ტკივილისგან, რომელზეც აქამდე მე შენთან არ მისაუბრია…

 

Advertisements

About lik100

დრო არაა ყველაფრის მკურნალი,ის უბრალოდ გვასწავლის ტკივილთან ერთად ცხოვრებას
Aside | This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s